გმადლობთ რომ აირჩიეთ ჩვენი სტუდიო-აპარტამენტი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ყოფნა ჩვენს ბინაში კომფორტული და სასიამოვნო იქნება. ყოველთვის მოხარულნი ვიქნებით, თუ შევძლებთ დახმარებას რაიმე დამატებითი საჭიროების შემთხვევაში. გთხოვთ, გაეცნოთ აპარტამენტში შესახლების ინსტრუქციას და გაიაროთ რეგისტრაცია:
კარის გაღება ხდება ქვედა საკეთის მეშვეობი. თუ თვითშესახლებას ახორციელებთ, ამ შემთხოვაში გთხოვტთ აიღოთ გასაღები აპარტამენტის შესასვლელ კარებზე მდებარე სეიფიდან. ამისათვის ჩამოწიეთ ჩამკეტი, შეიყვანეთ თქვენთვის განკუთვნილი კოდი და ჩამოსწიეთ მჭიდი ქვემოთ.
თქვენი კომფორტისთვის, ბინა აღჭურვილია უფასო Wi-Fi ქსელით, სწრაფი ინტერნეტით:
ქსელის სახელი: ემთხვევა აპარტამენტის ნომერს
პაროლი: 510004455
ჩვენ დეტალურად ვამზადებთ და ვამოწმებთ აპარტამენტებს სტუმრების შესახლებამდე, იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი სრულად შეესაბამება თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს. გთხოვთ, დაათვალიეროთ ბინა და დარწმუნდეთ რომ ავეჯი დაუზიანებელია, არ არსებობს ხილული დეფექტები, დააკვირდით, კარგათ მუშაობს თუ არა ცხელი და ხივი წყლის სისტემა, კონდიციონერი, ტელევიზორი და სხვა ტექნიკა. თქვენი ბინა აღჭურვილია:
ტელევიზორი 55"
ინვერტორული კონდიციონერი
ინდუქციური ქურა
მიკროტალღური ღუმელი
Ჭურჭლის სარეცხი მანქანა
Სარეცხი მანქანა
პორტატული ფენი
სარეცხის საშრობი
უთო და საუთაო დაფა
უსადენო მტვერსასრუტი
მოპი, ცოცხი და აქანდაზი
2-ადგილიანი საწოლი
საწოლის ტუმბო (2 ცალი)
დივანი-საწოლი
ჟურნალების მაგიდა
სამზარეულოს ავეჯი
Სასადილო მაგიდა
სკამი (4 ცალი)
კონსოლი (ტელევიზორის ქვეშ)
ტანსაცმლის კარადა
დეკორატიული ლარნაკი (2 ცალი)
დეკორატიული სანთელი (2 ცალი)
დანა-ჩანგალი (4x4 ცალი)
თეფში (4+4+2 ცალი)
ჭიქა (4 ცალი)
ღვინის ჭიქა (4 ცალი)
ქვაბი, ტაფა
სამზარეულოს კოვზები
საწური, სახეხი
საჭრელი დაფა
ბოსტნეულის საფრცქვნელი
ბოთლის გასახსნელი
სამარილე, ხელსახოცის ჩასადები
დანა-ჩანგალი (4x4 ცალი)
თეფში (4+4+2 ცალი)
ჭიქა (4 ცალი)
ღვინის ჭიქა (4 ცალი)
ქვაბი, ტაფა
სამზარეულოს კოვზები
საწური, სახეხი
საჭრელი დაფა
ბოსტნეულის საფრცქვნელი
ბოთლის გასახსნელი
სამარილე, ხელსახოცის ჩასადები
ჩვენი მხრიდან, კომპლიმენტის სახით ბინაში დაგხვდებათ ჭურჭლის სარეცხი მანქანისა და სარეცხი მანქანის ტაბლეტი, რათა ჩამოსვლის დღეს წვრილმანებზე ფიქრი არ დაგჭირდეთ. ასევე, მოგიმარაგეთ სასმელი წყალი, პაკეტებში ჩაი და ხსნადი ყავა.
თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას, გაუმართაობას ან აღჭურვილობასთან შეუსაბამობას, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დაუყოვნებლივ, რათა ხარვეზი შესაძლებლობის ფარგლებში რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ.
ასევე, თუ ბინაში ყოფნისას რაიმე დაზიანდება ან დაიკარგება, გთხოვთ, შეგვატყობინოთ რათა დროულად მოვაგვაროთ პრობლემა და მომავალი სტუმრებისთვის კომფორტული გარემო უზრუნველვყოთ.
ბინაში ცხელი წყლისა და გათბობის სისტემისთვის გამოყენებული გაზის ქვაბი მდებარეობს აივანზე. ქვაბის მუშაობისას (მაგალითად, როცა ჩართულია ცხელი წყალი), გთხოვთ, აივანზე დიდხანს არ გაჩერდეთ. თუ იგრძნობთ გაზის ან ნახშირორჟანგის სუნს, დაუყოვნებლივ დატოვეთ აივანი და შეგვატყობინეთ.
თუ აივნის კარს ტოვებთ ღიად ან სავენტილაციო რეჟიმში, გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ კოღოს ბადის გამოყენება, რათა ბინაში მწერები არ შემოვიდეს.
უსაფრთხოების მიზნით და დაზიანებების თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, ბინის დატოვებისას დახუროთ აივნის კარი. კარის მჭიდროდ დასახურად, გთხოვთ, ორივე მხრიდან მიაწვეთ ჩარჩოს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დივან-საწოლის საყრდენებზე ჯდომა დაუშვებელია, რადგან მექანიზმი მძიმე წონას ვერ უძლებს და შეიძლება დაზიანდეს.
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ გამოიყენოთ ჩვეულებრივი სარეცხი საშუალება – მხოლოდ სპეციალური ტაბლეტები, რომელიც განკუთვნილია ამისთვის.
სარეცხი მანქანის კაფსულები არ მოათავსოთ ფხვნილის განყოფილებაში, არამედ მოათავსეთ ის დოლაბში, რათა მანქანა გამართულად იმუშაოს და არ გამოიწვიოს დაზიანება.